მომხმარებლის პირობები:

 

შემსრულებელი: შპს.”AMANATI PLUS” შპს.“GEKOSTAR”
მომხმარებელი: ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს “AMANATI PLUS”-ის გადაზიდვის სერვისით.
კომპანია “AMANATI PLUS”-ში მომხამრებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი.

რეგისტრაცია ხორციელდენა ვებ-გვერდზე www.asiaparcel.com. მომსახურების პირობები საჯაროა.

კომპანია AMANATI PLUS და GEKOSTAR”-ს მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნულ მომსახურების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.


1. ტრანსპორტირების ღირებულება, გზავნილის წონის დამრგვალება და გადახდა:


1.1  ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება გზავნილის საერთო წონის მიხედვით, მისი რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით. თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, მაშინ ტრანსპორტირების გადასახადი დაითვლება მოცულობითი წონიდან.
1.2  მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგნაირად: გზავნილის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე გადამრავლდება და გაიყოგა 6000-ზე.
1.3  ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 7.5 დოლარს ერთ კგ-ზე. 
1.4  0.5 კგ-მდე წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება 3.75 დოლარს შეადგენს. 0.5-1  წონის ამანათები დაითვლება 100 გრ სიზუსტით.გზავნილის მინიმალური წონა შეადგენს 0,5 კგ.1 კგ-ზე მეტი ამანათების წონის დამრგვალება არ ხდება.

 

2. გზავნილის მოცულობის შემცირება:


2.1  გზავნილის მოცულობის შემცირება ნიშნავს შეფუთვის სიცარიელის მინიმიზაციას. ჩვენ ვახდენთ ამანათების  გადაფუთვას პარკებში, ზომების შემცირების მიზნით.

2.2  ელექტრო ტექნიკის და ადვილად მსხვრევადი პროდუქციის ყუთების ზომაში შემცირება უსაფრთხოების მიზნით არ ხდება.

3. კურიერის მომსახურება:


3.1  ჩვენი კურიერის მომსახურება: თბილისის ცენტრალური უბნები 3 ლარი. თბილისის გარე უბნები* 6 ლარი და საქართველოს რეგიონები 10 ლარი.

*თბილისის გარე უბნებში შედის: ზაჰესის დასახლება/ ვარკეთილის მეურნეობის დასახლება/აეროპორტის დასახლება/ რუსთავის გზატკეცილი/ წყნეთი/ წავკისი.
3.2  ვებ-გვერდზე მომხმარებლის მისამართის ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ გზავნილის თბილისის საწყობში მიღებამდე.
3.3  სანამ კურიერი მოვა ფიქსირებულ მისამართზე, იგი დარეკავს თქვენს მობილურ ნომერზე და თუ თქვენთან კავშირი არ განხორციელდა, გზავნილს დააბრუნებს საწყობში.

3.4  ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
3.5  გზავნილის მესამე პირზე გადაცემა დაუშვებელია.

 

4. განბაჟება:


4.1  გზავნილი, რომლის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად განბაჟებულ უნდა იქნას მომხმარებლის  მიერ.


5. საქონლის საიმპორტო შეზღუდვები:


5.1  პროდუქცია,რომლის იმპორტი საქართველოში შეზღუდულია:
•     ასეთ პროდუქციას განეკუთვნება: 

•     ბიო არომატიზატორები.
•     საღებავი.
•     ალკოჰოლური სასმელები.
•     საკვები პროდუქცია.
•     ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია.
•     პორნოგრაფიული სახის პროდუქცია.
•     ცხოველები, მცენარეები, თევზები. ჩიტები, მღრღნელები და ა.შ.
•     ტოქსიკური ნივთიერებები.
•     ცეცხლსასროლი იარაღები,ნაწილები ან იარაღის აქსესუარები.
•     თუთუნი,ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები,ან მათი თესლი.
•     ცხოველების ფიტულები,ძვლები,ბეწვი,სპილოს ძვალი და ა.შ.
•     რეალური ფული-მონეტები ან ბანკნოტები.
•     სუნამო.
•     ჟურნალები და კატალოგები.


6. ფრენის გეგმა, გადახდისა და გზავნილის მიღების დრო:

 

6.1  ამანათები იგზავნება ჩინეთიდან ყოველ კვირას . (შაბათს 10 სთ.-მდე შემოსული ამანათები იგზავნება).
6.2  ტრანსპორტირების გადასახადი (ინვოისი) იგზავნება შესაბამისი ამანათის წონის სისტემაში შეყვანისას.
6.3  რეისის დაგვიანებაზე ფორს-მაჟორული მიზეზების გამო, კომპანია “AMANATI PLUS”პასუხს არ აგებს.

6.4 აზიაფარსელის პროდუქციის  ჩამოსვლის ვადა განისაზღვრება გამოწერიდან  3 დან 4 კვირამდე . 


7. სხვა შეზღუდვები და პირობები:

 

7.1  კომპანია “AMANATI PLUS”ვალდებულებას იღებს მომხმარებელთან მხოლოდ იმ სერვისზე, რაც აღწერილია კომპანიის ვებ-გვერდზე.

*კომპანია პასუხს არ აგებს გამოწერილი პროდუქციის ზომების სიზუსტეზე და ხარისხზე.
7.2  მომხმარებელი ეთანხმება,რომ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტი არის ნამდვილი და დოკუმენტების ნამდვილობაზე თავად აგებს პასუხს.

7.3  მომხმარებლის მხრიდან  შეკვეთის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში (პირადი მიზეზით) არ დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხის  10%. 

7.4  ძვირფასო მომხმარებლებო, გაითვალისწინეთ რომ გადასახდელი ამანათი სხვისდება  ჩამოსვლიდან  2 თვეში. (ეხება  50 % ზე ნაკლები  დეპოზიტის მქონე ამანათებს)  ხოლო არსებული დეპოზიტი ჩამოგეჭრებათ  ნივთის  დასაწყობებისთვის.